უპრეცედენტო პროტესტი და ყველაზე მასშტაბური შიმშილობის აქცია - მთავარი ოპოზიციური პარტიის სათაო ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებია გაშლილი.
ოპოზიციის ლიდერები, სამოქალაქო აქტივისტები, სასულიერო პირები და რიგითი მოქალაქეები მთელი ქვეყნიდან მშვიდობიანი, თუმცა ყველაზე ხისტი ფორმით მოითხოვენ მესამე პრეზიდენტის პოლიტიკური ტყვეობის დასრულებას.
ეს არის ერთ-ერთი იარაღი, რაც ხელისუფლების ოპონენტებს ოლიგარქიული რეჟიმის წინააღმდეგ აქვთ და ამ რესურსის გამოყენებას ოპოზიცია ბოლომდე აპირებს.
მშვიდობიანი პროტესტის პარალელურად ოპოზიცია ეროვნული თანხმობისთის მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზეც საუბრობს.
ყველა, ნაციონალური მოძრაობის ჩათვლით, მზად არის პრეზიდენტთან შერიგების პროცესის დასაწყებად მოლაპარაკებებში ჩაერთოს.