მოკლული ორსული ქალის ახლობლები ამბობენ, რომ ახალგაზრდა ოჯახში ხშირი იყო კონფლიქტი, რის ერთ-ერთი გამომწვევ სავარაუდო მიზეზად ისინი წყვილის მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას ასახელებენ.
როგორც ისინი "მთავარ არხთან" ყვებიან, მკვლელობაში ბრალდებული გოგა გზირიშვილი არ მუშაობდა და მათ ფინანსურად მშობლები ეხმარებოდნენ.
ასევე, ახლობლების ინფორმაციით, კონფლიქტის გამო 22 წლის გოგო რამდენიმე დღით სახლიდანაც იყო წასული და ნათესავებთან ცხოვრობდა.
5 თვის ორსული გოგო ქმარმა დღეს, 22 დეკემბერს მოკლა. 22 წლის ქეთა კეპულაძეს დანით 5 ჭრილობა აქვს მიყენებული. მომხდარზე შსს-მ გამოძიება დაიწყო, ქმარი პოლიციას თავად ჩაბარდა.