"2 კვირის უკან რამოდენიმე დღე ჩემთან იყო სახლში, კონფლიქტის გამო..." - ორსული ცოლის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია

გამოქვეყნდა:

მკვლელობით დასრულდა ოჯახური კონფლიქტი ახალგაზრდა წყვილს შორის - 22 წლის ფეხმძიმე ქალი მეუღლემ სამზარეულოს დანით მოკლა. დანაშაული ვარკეთილში, ერთ-ერთი კორპუსის ბინაში მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგა გზირიშვილმა 5 სასიკვდილო ჭრილობა ცოლს, პატარა შვილის თვალწინ მიაყენა. 

რა გახდა საბედისწერო კონფლიქტის მიზეზი ახლობლები ვერ აკონკრეტებენ, თუმცა წყვილის ნათესავები ყვებიან რომ ეს არ იყო პირველი უთანხმოება ახალგაზრდებს შორის. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ოჯახს მძიმე ეკონომიკური პრობლემები ჰქონდა.

ტრაგედიის ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მუშაობდნენ ექსპერტ -კრიმინალისტები. პოლიცია ვარკეთილის პირველ მიკრორაიონში მეზობლებმა მას შემდეგ გამოიძახეს, რაც გზირიშვილის ნაქირავები ბინიდან ხმაური და ქალის განწირული კივილის ხმა გაიგეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ფეხმძიმე უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

ბრალდებული უკვე დაკავებულია, მას მიმალვა არც უცდია და პოლიციას მკვლელობის ადგილზევე დახვდა.


 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი