
საფრანგეთის პირველი ლედი, ბრიჯიტ მაკრონი, ინტერნეტში მის ტრანგენდერობაზე გავრცელებული კონსპირაციული თეორიისთვის ჩივილს აპირებს. ინფორმაციას მაკრონის ადვოკატი ადასტურებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ჭორების თანახმად, ბრიჯიტ მაკრონი კაცად დაიბადა და მას ჟან მიშელ ტრონგიუ ერქვა.
BBC წერს, რომ ინფორმაციას მისი ტრანსგენდერობის შესახებ სოციალურ ქსელში ისეთი ადამიანები ავრცელებენ, რომლებსაც ულტრამემარჯვენე შეხედულებები აქვთ, QAnon-ის კონსპირაციული მოძრაობის იდეებს იზიარებენ და ემანუელ მაკრონის მოწინააღმდეგეები არიან. ბრიჯიტ მაკრონის შესახებ ინფორმაცია პირველად ულტრამემარჯვენე ჟურნალში გამოქვეყნდა.