
პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების კონფერენციაზე ამბობს, რომ დაიქირავა ფინანსური კომპანია, რომელიც საქართველოს "აღმოსავლეთის ლუქსემბურგად" გარდაქმნაზე იზრუნებს.
მსოფლიოში რიგით მეორე და ევროპაში პირველი ფინანსური ჯგუფია, რომლის ერთ-ერთი ინიციატივაა, საქართველო ეტაპობრივად გარდაიქმნას და პოზიციონირდეს როგორც აღმოსავლეთის ლუქსემბურგი. Luxemburg of the East - ეს იყო მათი ერთ-ერთი იდეა და შემოთავაზება.
ასევე დიდი დაინტერესებაა, რომ საქართველო გარდაიქმნას, პოზიციონირდეს, როგორც რეგიონული ფინანსური ჰაბი და სტრატეგიული ინვესტორების მოძიებაზეც იქნება მუშაობა და საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების, ახალი ფინანსური რესურსების შემოდინებაზე, - ამბობს ღარიბაშვილი.