
ბრიტანულმა სასამართლომ დუბაის მმართველს, მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმის შვილებისა და ყოფილი ცოლისთვის 640 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.
Euronews-ის ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საამიროს ხელმძღვანელი მის ყოფილ ცოლს 300 მილიონ ევროს ხოლო შვილებს - 340 მილიონს ევროს გადაუხდის.
პრინცესა ჰაია დუბაის მმართველის მე-6 ცოლია. მეუღლის მხრიდან მუქარისა და ზეწოლის გამო 2019 წელს ის მის ორ შვილთან ერთად დუბაიდან ბრიტანეთში გაიქცა.