
გამყოფ ხაზთან მცხოვრებ სტუდენტებს დაფინანსებას უჩერებენ - ამის შესახებ ინფორმაციას "დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" დირექტორი, უჩა ნანუაშვილი ავრცელებს. როგორც ის "მთავართან" ყვება, რამდენიმე ათეული სტუდენტს, რომელიც საოკუპაციო ხაზს მიღმა ცხოვრობს, ხელისუფლება დაფინანსებას უწყვეტავს.
"შეგვეხმიანენ სტუდენტები, მათ თქვეს, რომ სამწუხაროდ, რამდენიმე სოფელს უკვე შეუწყდა დაფინანსება და შესაბამისად, მათ მოუწევთ სწავლის შეწყვეტა საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში. საუბარია როგორც შიდა ქართლის, ასევე, სამეგრელოში გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ სტუდენტებზე, იგივე კოგში, განმუხურში, იქ მაცხოვრებელ სტუდენტებს ექმნებათ პრობლემა, რომ მათი დაფინანსება ფაქტიურად სახელმწიფოს მხრიდან აღარ ხდება", - ამბობს უჩა ნანუაშვილი.
თემაზე ჯერ ოფიციალურ უწყებებს განცხადება არ გაუკეთებიათ. იხილეთ ასევე: