"ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან მე-12 კარავი გაიშალა - მოშიმშილეების პროტესტი გრძელდება

გამოქვეყნდა:

მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეებისთვის "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან უკვე მე-12 კარავი გაიშალა. პარტიის ლიდერები და აქტივისტები პროტესტს აგრძელებენ. ამ დროისთვის ყველა მათგანი თავს კარგად გრძნობს.

ენმ-ის წევრი, ბაჩო დოლიძე, რომელმაც შიმშილობა გუშინ დაიწყო, "ქართული ოცნების" განცხადებებს ეხმაურება და ამბობს, რომ შიმშილობას მსოფლიოში ვერავინ ვერავის ვერ დაავალდებულებს და ეს ყველას ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა. მისივე თქმით, როცა სახელმწიფოში არავითარი ინსტიტუტი არ არსებობს და არც ნება, რომ სამართლიანობა გვქონდეს, პროტესტის მხოლოდ ეს მეთოდი რჩება.

მანვე, აღნიშნა, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია ორშაბათს შეხვდება.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ მასობრივი საპროტესტო შიმშილობის დაწყების შესახებ სამი დღის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა. მან თქვა, რომ მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას სამასზე მეტი ადამიანი მიმართავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი