პრეზიდენტთან კონსულტაციები გრძელდება - ზურაბიშვილი სახელმწიფო ინსპექტორს ხვდება

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტი ეროვნული თანხმობის მისაღწევად კონსულტაციებს აგრძელებს - სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელს, ლონდა თოლორაიას ხვდება. 

ზურაბიშვილის შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი არც ამჯერად გაუკეთებია:

"გისმენთ ინტერესით, ახალი კითხვები", - უთხრა მან ჟურნალისტებს.

12:00 საათზე ზურაბიშვილის "ლელოს" წევრი, ანა ნაცვლიშვილი შეხვდება, დღის მეორე ნახევარში კი რეზიდენციაში "ევროპული საქარველოს" წევრებს, გიგა ბოკერიასა და გიგი წერეთელს ელოდებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი