სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ზურაბიშვილს შეხვდა

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილს "ლელოს" წევრი, დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ხვდება. შეხვედრაზე ათონელის რეზიდენციაში უკვე იმყოფებოდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ხელმძღვანელი ლონდა თოლორაია. შეხვედრის დასრულების შემდეგ, თოლორაიამ განაცხადა, რომ მისი სამსახურის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საქმეს და მის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე გამოძიებას, თოლორაიას თქმით, საუბარი ამ საკითხზე ზოგადი ყო

"პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორს უკვე გამოტანილი აქვს გადაწყვეტილება, რომლითაც დადგინდა დარღვევა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან, ამიტომ ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, შეგვეძლო გვესაუბრა ყველა დეტალზე, რადგან ეს გადაწყვეტილება არის საჯარო. ხოლო რაც შეეხება გამოძიებას, ამაზე ვისაუბრეთ ძალიან ზოგადად, იმ ფარგლებში რა ფარგლებში საზოგადოებას ვაწვდით ინფორმაციას" - განაცხადა თოლორაიამ.

ეროვნული თანხმობის პროცესის ფარგლებში დაწყებული შეხვედრების ფორმატში სალომე ზურაბიშვილს დღეს "ევროპული საქართველოს" წევრებიც შეხვდებიან. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი