რუსეთი ოკუპირებულ ყირიმში მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს იწყებს 

გამოქვეყნდა:

უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მასშტაბური კონცენტრაციის ფონზე, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სადესანტო ძალების მონაწილეობით, სამხედრო წვრთნების ჩატარება იგეგმება. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვრთნები „ოპუკის“ პოლიგონზე 23-24 დეკემბერს ჩატარდება და მასში მონაწილეობას მიიღებენ ნოვოროსიისკის გვარდიის საჰაერო-სადესანტო ქვედანაყოფები.

სამინისტროს ინფორმაციით, სწავლებაში 1 200-ზე მეტი მედესანტე და 250 ერთეულზე მეტი სამხედრო ტექნიკა მიიღებს მონაწილეობას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი