ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს

გამოქვეყნდა:

ჩხოროწყუში საკრებულოს თავმჯდომარედ პარტია "საქართველოსთვის" წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს. სხდომა ცოტა ხნის წინ დასრულდა.

წურწუმიას მხარი "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებმაც დაუჭირეს, "ქართულ ოცნებას" კი კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია.

ჩხოროწყუ პირველი მუნიციპალიტეტია, რომელსაც ოპოზიციონერი საკრებულოს თავმჯდომარე ჰყავს.

დღევანდელი სხდომა დამთავრდა, საკრებულოს კომიტეტები და კომისიები არ შეუქმნია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი