ცნობილია საოკუპაციო ხაზიდან გატაცებული პირების ვინაობა. ოკუპანტებმა არარსებული საზღვრის გადაკვეთისთვის 30-დან 60 წლამდე ასაკის 4 მამაკაცი "დააკავეს". ესენი არიან: გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი.
არსებული ინფორმაციით, ისინი საოკუპაციო ხაზთან მდებარე ტაძარში, მოსალოცად იმყოფებოდნენ, რა დროსაც რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს.
დაკავებულები ამჟამად სავარაუდოდ რუსულ სამხედრო ბაზაზე იმყოფებიან, მოგვიანებით კი მათ ცხინვალის წინასწარ დაკავების იზოლატორში გადაიყვანენ.
სუს-ის ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი.