წელს საქართველოში პენსიები გაიზრდება - ფინანსთა მინისტრი

გამოქვეყნდა:

პენსიების ზრდის დანაპირები შესრულდება - ამის შესახებ ქვეყნის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა. ივანე მაჭავარიანმა პენსიების ზრდის თემაზე ანტიკრიზისული ბიუჯეტის განმარტების დროს ისაუბრა. 

ფინანსთა მინისტრმა 2020 წლის ბიუჯეტის ცვლილებების კომენტირებისას პენსიების ინდექსაციის კანონზეც ისაუბრა. 

ჩვენ შემოვიტანეთ პენსიების ინდექსაციის კანონი და ინიციატივა, რაც ნიშნავს, რომ ყოველ წელს პენსიების ზრდა მოხდეს შემდეგი პარამეტრით: 70 წლამდე პენსიონრებს გაეზარდოთ ინფლაციის გათვალისწინებით, ხოლო 70 წელზე უფროსი ასაკის პენსიონრებისთვის გაიზარდოს ინფლაციით, პლუს ეკონომიკური ზრდის 80%-ით. თუმცა მინიმალური თანხები უნდა იყოს 20 ლარი ერთ შემთხვევაში 70 წლამდე ასაკის პენსიონრებისთვის, 65 ლარი მეორე კატეგორიისთვის, - განაცხადა მან.

მაჭავარიანის თქმით, ეს იქნება კანონი და არა რომელიმე მთავრობის ან პოლიტიკური ძალის დისკრეცია, რაც პენსიების სენსიტიურ თემას პოლიტიკური პოპულიზმის შლეიფს მოაშორებს. 

ფინანსთა მინისტრი ასევე აცხადებს, უსამართლოა მტკიცება, თითქოს ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემო კორონაპანდემიის დაწყებამდე გაუარესდა. 

შეგახსენებთ, რომ მთავრობა დღეს 2020 წლის ანტიკრიზისულ ბიუჯეტს წარადგენს. პარლამენტში გაგზავნამდე მთავარი ფინანსური დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები ეკონომიკური ჯგუფის სხდომაზე შეაჯამეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი