"მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციისთვის გორის ჰოსპიტალი საკმარისი არ არის" | ეკა ხერხეულიძე

გამოქვეყნდა:

"ამ ვითარებაში მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით არაფერი არ შეიცვლება... რეაბილიტაციისთვის გორის ჰოსპიტალი საკმარისი არ არის", - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ეკა ხერხეულიძემ ისაუბრა. თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ მდგომარეობაში ვერ გაუმჯობესდება.

ასეთ მდგომარეობაში ჯანმრთელობის მდგომარეობა ვერ გაუმჯობესდება. არა იმიტომ, რომ მედპერსონალს მცდელობა არ აქვს, ეს გარემოება ვერ შეცვლის უკეთესობისკენ მის მდგომარეობას. სახეზეა გამოვლინებები, დღეს საერთოდ პირველად შევამჩნიე, მთელ სხეულზე მაქვს გამონაყარიო, რომელიც შეშუპებულ კიდურებზე ჰქონდა, შევეკითხე რამდენი ხანია ეს აქვს. თქვა, რომ კარგა ხანია... ამ ვითარებაში მისი ჯანმრთელობის თვალსაზრისით არაფერი არ შეიცვლება...  არ ვიცი საქართველოში ეს გამოცდილება არსებობს თუ არა, ასეთი ხანგრძლივი შიმშილობის მერე რა პრაქტიკა არსებობს იმისთვის რომ შეძლონ ადამიანის სრული რეაბილიტაცია თუ ამაზე ვინმე აიღებს ამაზე პასუხისმგებლობას და ეს გადაინაცვლებს სხვა კლინიკაში, გასაგებია, მაგრამ თავიდანვე საზოგადოების და ექიმების რეკომენდაცია გახლდათ მრავალპროფილური კლინიკა და არა გორის ჰოსპიტალი, რომელიც გლდანის შემდეგ ნამდვილად შვება იყო. მაგრამ რეაბილიტაციისთვის ეს არ არის საკმარისი, - ამბობს ეკა ხერხეულიძე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მდგომარეობის უკიდურესად გაუარესების შემდეგ 19 ნოემბერს გადაიყვანეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი