საოკუპაციო ხაზიდან გატაცებულების ახლობლებს ამ დრომდე არ აქვთ ინფორაცია რა მდგომარეობაში არიან ოკუპანტების ტყვეობაში ჩავარდნილი მათი ოჯახის წევრები, თუმცა ვარაუდობენ, რომ ისინი უკვე ცხინვალში გადაიყვანეს.
აძვთან მომხდარი ინციდენტის შემდეგ, სუს-მა ცხელი ხაზი გაააქტიურა. 4 მოქალაქე საოკუპაციო რეჟიმმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სალოცავიდან წაიყვანა:
"ხელისუფლების ყურადღება მჭირდება რომ გამოუშვან, ავად არის, ფილტვებით არის დაავადებული, მძიმედ მყავდა, სიკვდილს გადამირჩა, ეგ ციხეს ვერ აიტანს, გამოუშვან ჩემი შვილი, სხვა არაფერს არა ვთხოვ"- ამბობს ერთ-ერთი გატაცებულის დედა.
ოკუპანტებმა 30-დან 60 წლამდე ასაკის 4 მამაკაცი - გიორგი დემურიშვილი, გიორგი მარკოზაშვილი, რამინ მჭედლიშვილი და ავთანდილ თომაშვილი გაიტაცეს.