საქართველოში "ომიკრონის" კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა

გამოქვეყნდა:

საქართველოში, "ომიკრონის" კიდევ 5 შემთხვევა დადასტურდა - დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯამში ეს შტამი ქვეყანაში 29 პაციენტთანაა დადასტურებული.

იმუნიზაციის საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ აღნიშნა, რომ კიდევ მიმდინარეობს ნიმუშების გამოკვლევა.  

"ამ წუთისთვის დაემატა 5 შემთხვევა დღევანდელ კვლევაში, ანუ ერთად გვაქვს 29 შემთხვევა. კიდევ მიმდინარეობს კვლევები. 10 შემოსული ნიმუშიდან 5 დადებითი აღმოჩნდა ომიკრონზე", - განაცხადა გამყრელიძემ.

ომიკრონის შტამი პირველად საქართველოში 20 დეკემბერს დადასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი