
ინგლისში, კენტის პორტში, ბანანის ყუთებში 1,2 ტონა კოკაინი იპოვეს. კოკაინი დიდ ბრიტანეთში კოსტა-რიკადან გაიგზავნა და მის ღირებულება 90 მილიონი ფუნტია.
პროტში შესულმა პოლიციამ 6 ადამიანი, მათ შორის დაცვის თანამშრომელი დააკავა. მეშვიდე პირი ჰერტფორდშირში დააკავეს.

ფოტო: sky news
100 ოფიცერი პორტში ხანგრძლივი გამოძიების შემდეგ შევიდა. პოლიცია ვარაუდობს, რომ გემი რომელსაც ნარკოტიკი გადაჰქონდა, ახლა სხვა წყლებში მიცურავს.