"ბოცა გაძვირდა" - ქუთაისის მერიასთან აქცია-პერფორმანსით 2022 წლის ბიუჯეტს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

ქუთაისის მერიასთან სამოქალაქო აქტივისტი აქცია-პერმონასს მართავს. ზაალ კუხიანიძე თვითმმართველობის მიერ თანხების არამიზნობრივად ხარჯვას აპროტესტებს. მან ადგილზე სიმბოლურად "ფულის ტომრები" მიიტანა.

"გუშინ გახდა ცნობილი 2022 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, სადაც გათვალისწინებულია 33 მილიონი ლარი მხოლოდ სახელფასო განაკვეთზე, 20 მილიონი ლარი მომსახურებაზე და საქონელზე, საწვავი, საკანცელარიო, ავეჯი. პირდაპირ კითხვა მაქვს ბატონ სუსი ხახალეიშვილთან, 53 მილიონი იხარჯება მერიის შენობაში და 36 მილიონი ქალაქში, კითხვა მაქვს სუსი ხახალეიშვილთან, სად უნახავს ბიუჯეტის ნახევარზე მეტი დახარჯულიყოს მერიის ადმინისტრაციულ შენობას", - თქვა აქტივისტმა.

მანვე აღნიშნა, რომ პრემანენტულ აქციებს იწყებს. აქტივისტი აპირებს, მოგვიანებით თბილისში წავიდეს და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მოშიმშილეებს შეუერთდეს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი