"შეიცვალოს კორუფციული ბიუჯეტი!" - საკრებულოს დეპუტატები ბათუმის მერთან შეხვედრას ითხოვენ

გამოქვეყნდა:

ბათუმის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატები მერთან შეხვედრას ითხოვენ. "ნაციონალური მოძრაობის'' წევრებს არჩილ ჩიქოვანთან შეხვედრა 2022 წლის ბიუჯეტში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით სურთ.

დაცვის სამსახურმა ოპოზიციას მერის კაბინეტში შესვლის საშუალება არ მისცა, მოგვიანებით კი განუცხადა, რომ არჩილ ჩიქოვანი შენობაში არ იმყოფებოდა.

"მე წამოვიღე ბიუჯეტი და მინდა ამ ბიუჯეტით შევიდე მერთან, მინდა ვუთხრა, რომ ამ ბიუჯეტზე შესაძლებელია, ამ 18 მილიონზე კიდევ დაახლოებით 10 მილიონის დამატება. "ქართული ოცნება" არ მოდის საკრებულოს სხდომაზე, ცდილობს ტროლ-ბოტებით გავიდეს ფონს და მივიდეს მაისამდე, ამიტომ ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში გავაგრძელებთ ბრძოლას, რომ ეს მავნებლური ბიუჯეტი შევცვალოთ", - თქვა რეზო ხარაზმა.

ენმ ამბობს, რომ თუ მერი ახალ ბიუჯეტს წარადგენს, სადაც ბათუმელების პრობლემები გათვალისწინებული იქნება, ისინი მხარს დაუჭერენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი