"კგბშნიკი" ბიძა ჩამოვიდა, თითი დაუქნია, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და დაემუქრა - ღუდუშაური ენმ-ს შიმშილობაზე

გამოქვეყნდა:

ალუდა ღუდუშაურის აზრით, ენმ-მ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას "ინსტრუქტაჟისა" და "მუქარის" შემდეგ დაიწყო. ღუდუშაურის განცხადებით:

"დღეს ვხედავთ, მათი ბელადი მიხეილ სააკაშვილი მოუწოდებს ნებისმიერ ფასად გამოიყვანონ ციხიდან, ამაზე ცხადი რა უნდა იყოს - "კგბშნიკი" მისი ბიძა ჩამოვიდა, თითი დაუქნია, ინსტრუქტაჟი ჩაუტარა და დაემუქრა "ნაციონალურ მოძრაობას", რომ თუ აქტიურ ქმედებებს არ განახორციელებენ სააკაშვილის გამოსახსნელად ვერ მიიღებენ დაფინანსებას. რაც მან დატოვა ქვეყანა და გაიქცა, აქედან ერთ საათში "ნაცმოძრაობა" ორკესტრირებულად იწყებს ქმედებებს, რომელიც არ ჯდება არაფერში და მით უფრო არ ჯდება იმ კონტექსტში, რაც პრეზიდენტის მიერ არის დაანონსებული. სრულიად მიუღებელია ის ულტიმატუმი რომელსაც უყენებენ არა მმართველ ძალას, არამედ საზოგადოებას და ქვეყანას და მათი კარვებში წამოწოლაც სრულიად გაუგებარია. ერთი მეტრის რადიუსში აქვთ კომფორტული ოფისი, რომელსაც ციხე- სიმაგრეს ეძახდნენ, როცა მელია ჰყავდათ იქ შეხიზნული და იქ ახლა თბილად მოკალათებულია „ნაცმოძრაობის" რამდენიმე ლიდერი, თავიანთ ამომრჩევლებს უკიჟინებენ კი ერთი მეტრის რადიუსში, სიცივეში წამოწვნენ, თითქოს ამით რაიმე შედეგს მიაღწევენ“ -ამბობს ღუდუშაური.

ენმ-ს ოფისში პარტიის ლიდერები, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და სამოქალაქო აქტივისტები უკვე მეოთხე დღეა, მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი