ზუგდიდის საკრებულოში სხდომა ისევ ჩაიშალა - სამეგრელოში პოლიტიკური კრიზისი გრძელდება

გამოქვეყნდა:

ზუგდიდში საკრებულოს სხდომა მე-4-დ ჩაიშალა - მიზეზი კვორუმის არარსებობა გახდა. სხდომას "ნაციონალური მოძრაობა" პროტესტის ნიშნად არ ესწრება. დეპუტატები თბილისში მოშიმშილეებს უერთდებიან. 

ენმ მზადაა საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე "საქართველოსთვის" წარმომადგენელს მხარი დაუჭიროს, თუმცა გახარიას პარტია ითხოვს, რომ თავმჯდომარის მოადგილეებად და კომისიის ხელმძღვანელად "ოცნების" დეპუტატები დაინიშნონ, რაც პროტესტის მიზეზია.

რეგლამენტით გათვალისწინებულია, რომ სხდომა კიდევ ერთხელ 1 საათში უნდა შეიკრიბოს, თუმცა ამას ფორმალური ხასიათი ექნება, რადგან ენმ პროცესს მაინც არ დაესწრება, შესაბამისად ქვორუმი არც ამჯერად შედგება. 

სხდომა ჩაიშალა სენაკშიც, სადაც "ოცნების" დეპუტატები არ მივიდნენ.

წალენჯიხაში სხდომა საერთოდ ვერ შედგა - გახარიას პარტიამ საკუთარი კანდიდატი დაასახელა, თუმცა მოითხოვა, რომ დანარჩენი თანამდებობები ენმ-სა და "ოცნებას" შორის თანაბრად გადანაწილდეს, რასაც ოპოზიცია პროტესტს უცხადებს.

ამავე თემაზე:

აბაშის საკრებულოს ახალმა თავმჯდომარემ გადადგომაზე განცხადება დაწერა - დაპირისპირება "ოცნების" 2 ჯგუფს შორის 
 

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი