
სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, მუნ ჯე-ინმა ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა. ყოფილ პრეზიდენტს, პარკ გეუნ ჰეს 22 წლიანი პატიმრობა კორუფციის ბრალდებით ჰქონდა მისჯილი.
Reuters-ის ინფორმაციით, მოქმედი პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ მისი ეს გადაწყვეტილება ერთიანობის ახალ ეპოქას დაუდებს სათავეს.