"მთავარი არხისთვის" ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ მთავრობა ჯანდაცვის მინისტრის ახალ კანდიდატურაზე მსჯელობს - ზურაბ აზარაშვილი თავდაცვის მინისტრის მოადგილეა.
მისი კარიერაც, ისევე, როგორც მინისტრების უმრავლესობის, "ქართუ ბანკში" იწყება.
ზურაბ აზარაშვილი პლასტიკური ბარათებისა და მომსახურების სპეციალისტი იყო. თავდაცვის სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნების შემდეგ ზურაბ აზარაშვილი ჯერ "თბილავიამშენის" გენერალურ დირექტორად დაინიშნა, რამდენიმე თვეში "დელტას" ხელმძღვანელად, ახლა კი მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს.
ზურაბ აზარაშვილი 42 წლისაა, მას პრემიერი ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე, ეკატერინე ტიკარაძის შემცვლელად ოფიციალურად, სავარაუდოდ უახლოეს დღებში წარადგენს;