საქართველოს მესამე პრეზიდენტი ცოტა ხნის წინ თანაგუნდელმა, კობა ნაყოფიამ მოინახულა. როგორც მან აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი სუსტადაა, აღენიშნება კიდურებზე გამონაყარი, რაც სავარაუდოდ, პოსტტრავმული პერიოდით აიხსნება.
კობა ნაყოფია არ გამორიცხავს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მესამე პრეზიდენტის სხვა დაწესებულებაში გადაყვანის საკითხი დადგეს.
"ჩემი აზრით, ალბათ დადგება საკითხი ექიმების ჩართულობის და შესაძლოა, მისი შემდგომი, ჩემი აზრია ეს, გადაყვანის. იმიტომ, რომ ნამდვილად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არასახარბიელოა და ვერ ვიტყვი, რომ რეაბილიტაციის პროცესმა რაღაც დიდი შედეგი მის შემთხვევაში მოგვცა", - თქვა კობა ნაყოფიამ.
მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილი ვერ მალავს აღფოთებას ტრანსპორტზე და დასუფთავებაზე ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით: "მას მიაჩნია, რომ ისეთ მძიმე სოციალურ ფონზე, როგორიც ქვეყანაშია, ამის გაკეთება წარმოუდგენელია და აქ აშკარაა კორუფციის ნიშნები".