ფართომასშტაბიანი პოლიტიკური ამნისტია - ახალი ინიციატივა პრეზიდენტს და მოლაპარაკებები ათონელის რეზიდენციაში

გამოქვეყნდა:

პოლიტიკური ამნისტია, რომელიც 2003 - 2021 წლამდე პერიოდზე გავრცელდება და ხელისუფლების ცვლილებების შემდეგ, ქართულ ოცნებას ექნება გარანტია, რომ პოლიტიკური დევნის მსხვეპლი არ გახდება- ინიციატივა, ამნისტიის შესახებ დღეს "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ხელმძღვანელმა, პრეზიდენტთან განიხილა.

ეკა გიგაური ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილთან ამ საკითხზე დეტალურად მსჯელობენ, პოლიტიკური ამნისტია კი ქვეყანაში მძიმე პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საფუძველი გახდება.

ასევე პოლიტიკური კრიზისი იყო მთავარი თემა, რომელზეც დღეს სალომე ზურაბიშვილმა, ქართული ოცნების ყოფილ დეპუტატთან, მარიამ ჯაშთან ერთად ისაუბრა.

უმრავლესობის ყოფილი წევრი ამბობს, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს ადეკვატური მკურნალობა და საზღვარგარეთ, შესაბამის კლინიკაში გადაყვანა სჭირდება.

ეროვნული თანხმობის ფორმატში, სალომე ზურაბიშვილი ათონელის რეზიდენციაში შეხვედრებს აგრძელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი