ქალბატონი ეკატერინე რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, სასწრაფოს რამდენიმე ბრიგადა იდგებოდა აქ - ანზორ მელია მოშიმშილეებთან მივიდა 

გამოქვეყნდა:

ექიმმა ანზორ მელიამ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისთან შეკრებილი მოშიმშილეები მოინახულა. მისი თქმით, დღეს მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რომ ყოფილიყო ოფისთან სასწრაფოს რამდენიმე ბრიგადა  იდგებოდა.

"მე როგორც მამა ჩემი შვილის და როგორ კოლეგების მეგობარი, არ მაქვს უფლება სამსახურში მშვიდად ვიჯდე, არ მოვიდე და არ დავინტერესდე ამ ხალხის ჯანმრთელობით. არის პრობლემები, უკვე გამოჩნდა, მაგრამ იმდენად არიან თავგადადებულები არ მიჯერებენ და არ შეიძლება ასე, როგორც შეიძლება შაქრიანი დიაბეტი ჰქონდეს ადამიანს და ის შიმშილობდეს, ან მეორეს ღვიძლის ფუნქციები იყოს ისეთი და შიმშილობდეს. 

ქალბატონი ეკატერინე რომ ყოფილიყო თანამდებობაზე, მე დარწმუნებული ვარ რომ დღეს აქ არათუ ერთი ბრიგადა, რამოდენიმე ბრიგადა იქნებოდა, მაგრამ არ ჰყავთ მეთაური და "ოცნება" რასაც აკეთებს, ჩემზე უკეთ იცით, მაგათ თუ გაწყდება მთლიანად ნაციონალები, ის გაუხარდებათ", - თქვა ანზორ მელიამ. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში 200-მდე ადამიანი შიმშილობს. როგორც ცნობილი ხდება, იქ უკვე მივიდნენ სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმები.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი