კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა

გამოქვეყნდა:

კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა - ოცნება ამ თანამნდებობაზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს.

განცხადება ოცნების თავმჯდომარე კობახიძემ პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა და აღნიშნა, რომ კუჭავა "შორს არსად არ მიდის".

კობახიძის თქმით, კუჭავა მუშაობას გააგრძელებს "მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე", თუმცა რაზე უცნობია. კობახიძის თქმით, ინფორმაციას მოგვიანებით გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, კახა კუჭავამ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა 2021 წლის 27 აპრილს დაიკავა. მან არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი