მასშტაბური შიმშილობის მეოთხე დღეს, "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში სახელმწიფო კონსილიუმის წევრი ექიმი მივიდა. ელენე გიორგაძე მოშიმშილეების ჯანმრთელობის მდგომარეობას აფასებს. მთავარი ოპოზიციური პარტიის ოფისში მედიკოსი, კოლეგებთან ერთად, უკვე რამდენიმე საათია იმყოფება.
ზოგიერთ ადამიანთან გვჭირდება განსაკუთრებული სიფრთხილე, არის გარკვეული სხვა დაავადებები, რა დროსაც, უფრო მეტი უნდა იყოს გადატანილი ამ ადამიანებზე ყურადღება და შეიძლება რაღაც მომენტი დადგეს როცა ექიმები კატეგორიულად მოითხოვენ, რომ იმათმა შეწყვიტონ შიმშილი. შევიმუშავეთ ერთობლივი რეკომენდაციები, რა თქმა უნდა გავითვალისწინეთ მსოფლიოს რეკომენდაციები, რომ უნდა მივაშველოთ მინერალები და ვიტამინები აუცილებლად, მითუმეტეს, რომ ზამთარია და ყველას აქვს დასუსტებული იმუნური სისტემა, - ამბობს ელენე გიორგაძე.
ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობის ოფისში 200-ზე მეტი ადამიანი მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უკვე მეოთხე დღეა, შიმშილობს.