პოზიტიური წინსვლა გვაქვს იმ იურიდიულ საკითხებზე რაზეც ვმუშაობთ და რაც ამტკიცებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა არ არსებობს, მითუმეტს როდესაც ის საავდმყოფოში იმყოფება და არ საკანში - განაცხადა მიხეილ სააკაშვილის უკრაინელმა ადვოკატმა ევგენი გრუშოვეცმა გორის სამხედრო ჰოსპიტალიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის მესამე პრეზიდენტს შეხვდა.
მისივე ინფორმაციით, სტრასბურგის ევროპულმა სასამართლომ უკრაინის სახალხო დამცველს წერილი მისწერა, რომელშიც საუბარია, რომ ის მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილის საქმის განხილვაში.
"მოვითხოვთ, რომ საერთშორისო საზოგადოებამ საქმის მასალები ყურადღებით შეისწავლონ, რადგან მოწმეები, რომლებიც თითქოს ადასტურებდნენ, რომ მიხეილ სააკაშვილი რაღაც უკანონო ქმედებებში მონაწილეობდა, ამ პოზიციას არ იზიარებენ, მოვითხოვთ სრულ სამედიცინო გამოკვლევას და შესაბამის სარეაბილიტაციო კურსს" განაცხადა ადვოკატმა.
მისივე თქმით, უკრაინის პრეზიდენტი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ პროცესებს და ევროპელ ლიდერებთან აქტიურად თანამშრომლობს.
მიხეილ სააკაშვილს ამჟამად დედა, გიული ალასანია და შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი ხვდებიან.
მიხეილ სააკაშვილის დაკავების შემდეგ, უკრაინის სახალხო დამცველი საქართველოში ორჯერ იმყოფებოდა. ბოლო ჩამოსვლაზე მას პრობლემები შეუქმნეს გლდანის ციხეში შესვლაზე და რამდენიმე საათი ალოდინეს.