
სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა და 100-მდე დაშავდა ბანგლადეშში, გემბანზე გაჩენილი ხანძრის შედეგად - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, სამსართულიანი გემბანი მდინარის შუაგულში მიცურავდა, რა დროსაც ცეცხლი გაჩნდა. შემთხვევა ქალაქ ჯალაკათის მახლობლად მოხდა. ხომალდი ბანგლადეშის დედაქალაქიდან,დაკადან მოცურავდა.
ცნობილი ხდება, რომ მსხვერპლთა ნაწილი წყალში გადახტომის შემდეგ დაიხრჩო. ათობით მგზავრს კი მძიმე დამწვრობა აქვს მიღებული.
გავრცელებული ინფორმაციით, გემზე 500-მდე ადამიანი იმყოფებოდა.