გაზრდილი გადასახადები შემცირებული შემოსავლის ფონზე. ტრანსპორტის საფასურის გაორმაგებასთან ერთად, "ქარუთლი ოცნება" დასუფთავების გადასახადს აძვირებს. კახი კალაძის კიდევ ერთი დრამატულად მძიმე გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მხოლოდ იურიდიულ სუბიექტებზე ვრცელდება, რაც მეწარმეებს დამატებით 17-მილიონიან ვალდებულებას აკისრებს.
ისედაც ეკონომიკურ კრიზისში მყოფ ბიზნესს ერთადერთი გამოსავალი რჩება - გაზარდოს საფასური მომსახურეობაზე, რაც ისევ მოსახლეობის ჯიბეზე აისახება. თბილისის მთავრობის მორიგი ინიციატივა საკრებულოში დღესაც დაპირიპირებისა და მწვავე კამათის მიზეზი გახდა.