რუსეთის სასამართლომ Google და Meta დააჯარიმა | რა გახდა სანქციის მიზეზი

გამოქვეყნდა:

რუსეთის სასამართლომ Google და Meta დააჯარიმა - ამის შესახებ ინფორმაციას Aljazeera ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, მოსკოვის სასამართლომ პარასკევს განაჩენი გამოაცხადა, რომ დააჯარიმებს Alphabet-ის Google-ს 7,2 მილიარდი რუბლით, რაც 98 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, Meta-ს კი 2 მილიარდი რუბლის ($27 მილიონი) გადახდა დააკისრა.

მიზეზი, რომლის გამოც რუსეთმა ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტები დააჯარიმა, არის ის, რომ მათ განმეორებითი მიმართვის მიუხედავად საკუთარი სოციალური პლატფორმებიდან არ წაშალეს კონტენტი, რომელსაც რუსეთის მთავრობა უკანონოდ მიიჩნევს. 

რუსეთის კომუნიკაციების კომისარმა განმარტა, რომ Facebook-მა და Instagram-მა არ წაშალეს 2000 პოსტი, 
რომელიც რუსეთის კანონებს არღვევს, ხოლო Google  2 600 "აკრძალულ კონტენტს" ინახავს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი