იმედი მაქვს, სამართალდამცავები წელსაც მოწოდების სიმაღლეზე იქნებიან - ვოლსკი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე

გამოქვეყნდა:

გალაშქრება სახელმწიფოს წინააღმდეგ - ასე აფასებს უმრავლესობის წევრი, გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ 20 ივნისის სისხლიანი მოვლენების წლისთავზე დაგეგმილ აქციას. ვოლსკი მოსალოდნელ პროვოკაციებზე საუბრობს და იმედს გამოთქვამს, რომ ამჯერადაც პოლიცია თავის სიმაღლეზე იდგება. 

თუ იმას ზეიმობენ ერთი წლის თავს როგორ მოახდინეს დაძაბულობის პროვოცირება, მემგონი, ამაში არც სატრაბახო არაფერი აქვთ და ვფიქრობ, რომ სახელმწიფოს წინააღმდეგ გალაშქრებას უფრო ჰგავს ეს დაგეგმილი ღონისძიება. სახელმწიფო და კანონი, ამ შემთხვევაში, ერთი და იგივეა. რთული სიტუაცია შეიძლება შეიქმნას, მაგრამ იმედია, რომ თავის სიმაღლეზე იქნებიან კანონდამცველები, - განაცხადა ვოლსკიმ.

გია ვოლსკის ამ განცხადებას ოპოზიციაში გამოეხმაურნენ. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ მმართველი გუნდი საკუთარი შეცდომების მათზე გადაბრალებას ცდილობს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, რომან გოცირიძე ვოლსკის განცხადებას არასერიოზულს უწოდებს და ამბობს, რომ აქცია კანონის ფარგლებს არ გასცდება.

არასერიოზული განცხადებაა. ყველაფერი არის კანონის ფარგლებში. დაცული იქნება ყველა ის წესი, რაც დადგენილია კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. მნიშვნელოვანი თარიღია. ამ ერთი წლის განმავლობაში საქართველო შეიცვალა როგორც შინ, ასევე გარეთ. კიდევ ერთხელ გააცნობიერია მთელმა მსოფლიომ, რომ ეს ხელისუფლება მოძალადე ხელისუფლებაა და ის უნდა წავიდეს, - განაცხადა გოცირიძემ.

აქციაზე მისვლას არ გამორიცხავს პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, ეკა ბესელიაც. მისი განმარტებით, 20 ივნისის ღამეს განხორციელებული ძალადობის დაგმობა და დაზარელბული ადამიანების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა, ყველა პოლიტიკოსის ვალდებულებაა. 

კონსტიტუცია ამას უშვებს პირდაპირ, ახლა არ მოქმედებს საგანგებო მდგომარეობა. მისვლით შეიძლება მივიდე, იმიტომ, რომ სოლიდარობის გამოსახატად იმ დღეს გამოხატული ძალადობის წინააღდეგ, მიმაჩნია, რომ პოლიტიკოსების ვალდებულებაც არის, - განაცხადა ბესელიამ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი