კლუბები არ უნდა გაიხსნას, სიახლოვისთვისაა შექმნილი და ინფექციის შემთხვევების გაზრდას გამოიწვევს - ცერცვაძე 

გამოქვეყნდა:

თბილისი ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ ღამის კლუბები "არ უნდა გაიხსნას". მისი თქმით, ეს არ არის დისკრიმინაცია აღნიშნული სექტორის მიმართ იმის გათვალისიწინებითაც კი, რომ სხვა დაწესებულებები - მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრები გაიხსნა.

ცერცვაძე იმასაც აღნიშნავს, რომ ღამის კლუბი "სიახლოვისთვისაა შექმნილი" და გახსნა კორონავირუსის "ინფექციის შემთხვევების გაზრდას გამოიწვევს".

„სამედიცინო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების თვალსაზრისით, რამდენადაც საწყენი არ უნდა იყოს ეს ახალგაზრდებისა და მათი მეპატრონეებისთვის, კლუბები არ უნდა გაიხსნას. ღამის კლუბი არის ერთ-ერთი მაღალი რისკის შემცველი დაწესებულება. შესაძლოა მკითხოთ, სხვა დაწესებულებები თუკი მუშაობს: მაღაზიები, რესტორნები, კინოთეატრები, სტადიონები გაიხსნა, მაშინ ღამის კლუბებმა რა დააშავეს? ხომ არ არის ეს დისკრიმინაცია? - არა!

ღამის კლუბი სიახლოვისთვისაა შექმნილი, იმისთვის, რომ ადამიანებმა, ახალგაზრდებმა ახლოს იგრძნონ თავი. სამწუხაროდ, ეს კორონავირუსის ინფექციის შემთხვევების გაზრდას გამოიწვევს“, - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, გუშინ შრომის ინსპექციამ კლუბი "ბასიანი" 10 000 ლარით დააჯარიმა. კლუბ ბასიანის წარმომადგენლებმა ჯარიმა არ ჩაიბარეს და ამბობენ, რომ არც მოთხოვნების დამორჩილებას აპირებენ. 

ამავე თემაზე:

"ესაა ღრეობა, შავი ჭირი... ევროპაში ყველგან დახურულია კლუბები" | იმნაძე "ბასიანზე" 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი