
NASA კოსმოსში James Webb-ის ტელესკოპს გაუშვებს - ეს არის ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც ოდესმე შექმნილა.
ნასას ცნობით, მისია დაგეგმილია 2021 წლის 25 დეკემბერს, ადგილობრივი დროით 07:20 საათზე. გაშვება მოხდება ევროპის კოსმოსური პორტიდან, საფრანგეთის გვიანადან.
"რევოლუციური ტექნოლოგიით, James Webb Space Telescope Launch დააკვირდება სივრცისა და დროის ნაწილს, რომელიც აქამდე არავის უნახავს. ეს გაშვება უზრუნველყოფს უამრავ გასაოცარ ხედებს იმ ეპოქაში, როდესაც პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები ჩამოყალიბდნენ - 13,5 მილიარდი წლის წინ...ეს არის მსოფლიოში ყველაზე დიდი და ყველაზე ძლიერი კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც ოდესმე აშენდა", - ნათქვამია განცხადებაში.
ცნობისთვის, Webb არის საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ტელესკოპი, რომელსაც ასტრონომები ათეულობით წლების განმავლობაში ელოდნენ: NASA-ს, ESA-ს (ევროპის კოსმოსური სააგენტო) და CSA-ს (კანადის კოსმოსური სააგენტო) შორის.
ათასობით ინჟინერი და ასობით მეცნიერი მუშაობდა, რათა ის რეალობა ყოფილიყო, 300-ზე მეტ უნივერსიტეტთან, ორგანიზაციასა და კომპანიასთან ერთად 29 აშშ-ს შტატიდან და 14 ქვეყნიდან!