ერთი მუჭა ხალხი ვართ, რა გვჭირს დასაცალცალკევებელი?! ღმერთი დაალაგებს ყველაფერს, ადამიანი ვერ ალაგებს - მეუფე მიქაელი 

გამოქვეყნდა:

"რა გვჭირს დასაცალცალკევებელი, ერთი მუჭა ხალხი ვართ" - ასე პასუხობს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე) ჟურნალისტების კითხვას ეროვნულ თანხმობასთან დაკავშირებით. 

მეუფე ამბობს, რომ "ღმერთი დაალაგებს ყველაფერს, რადგან ადამიანი ვერ ალაგებს". 

"რა გვჭირს დასაცალცალკევებელი ერთი მუჭა ხალხი ვართ. ჩემთვის ნიშნავს, მართლმადიდებელი ქრისტიანი უნდა დადიოდეს ეკლესიაში, ეკლესიის წესებსა და კანონებს შეძლებისდაგვარად უნდა აღასრულებდეს და ღმერთი დაალაგებს ყველაფერს, ადამიანი ვერ ალაგებს. რაში ჩავერთოთ, გვითხარით და ჩავერთვებით. ყველას მოვუწოდებთ, რომ ვიყოთ ერთად", - ამბობს მეუფე მიქაელი.

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი