რუსეთის საგარეო ქართულ მედიას "საბჭოთა წარსულის საწინააღმდეგო პროპაგანდაში" ადანაშაულებს - "მთავარ არხს" კი "მთავარ ანტისახელისუფლებო რუპორად" მოიხსენიებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მედიას "საბჭოთა წარსულის საწინააღმდეგო პროპაგანდაში" ადანაშაულებს. 

ლავროვის უწყებამ ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია სხვადასხვა ქვეყანაში "საბჭოთა წარსულის წინააღმდეგ დამახინჯებული ინფორმაციის პროპაგანდის სახით გამავრცელებელ ორგანიზაციებზე".

ჩამონათვალშია "ნეტგაზეთი, "ბათუმელები," "ტაბულა", "სოვლაბი" "რადიო თავისუფლება" და "მთავარი არხი", რომელიც ლავროვის სამინისტროს "მთავარ ანტისახელისუფლებო რუპორად" ჰყავს მოხსენიებული.

საინფორმაციო რესურსები, რომლებიც ეხება ისტორიის დამახინჯებული ინტერპრეტაციების გავრცელებას "საბჭოთა წარსულის" წინააღმდეგ პროპაგანდის სახით, მათ შორის დიდი სამამულო ომის ისტორიული მეხსიერების ჩათვლით, მოიცავს SovLab, რადიო თავისუფლების ქართული სამსახური, ნეტგაზეთი, ბათუმელები, ტაბულა ( ეკუთვნის ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის გ. ბოკერიას მეუღლეს, თ. ჩერგოლეშვილს) და მთავარ ანტისახელმწიფოებრივ რუპორს - ტელეკომპანია „მთავარი არხის“ - ნათქვამია ანგარიშში, საქართველოს თავში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი