
"უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზება და გიორგი კალანდაძის დაკავება უბრალო დამთხვევა არ არის" - ასე ფიქრობს „უსაფრთხოების პოლიტიკის ევროპული ღირებულებების ცენტრის“ უფროსი თანამშრომელი ნატალი ფოგელი.
იგი სოციალურ ქსელში განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც საქართველოს გენერალური შტაბის ყოფილი უფროსისა და ამჟამად უკრაინის გენშტაბის მრჩევლის, გიორგი კალანდაძის დაკავების დეტალებზე საუბრობს.
ფოგელის თქმით, კალანდაძისთვის წაყენებული ბრალდებები იმდენად აბსურდულია, რომ მიუხედავად საქართველოს მთავრობის მოთხოვნისა, წლების განმავლობაში ევროპაში მას არავინ აკავებდა. თუმცა, ამჯერად საქმეში საქართველოში გერმანიის საელჩო ჩაერთო, რომელმაც გერმანიის საგარეო უწყებას წერილი გაუგზავნა.
ფოგელი საქართველოში გერმანიის ელჩს, ჰუბერტ ქნირშს აკრიტიკებს და წერს, რომ უკრაინის საზღვართან რუსული ჯარების მობილიზება და კალანდაძის დაკავება უბრალო დამთხვევა არ არის.
გენერალი გიგი კალანდაძე გერმანიაში 19 დეკემბერს, დააკავეს.