
ხმაური და დაპირისპირება აჭარის უმაღლეს საბჭოში - თორნიკე რიჟვაძის მიერ წარდგენილი ანგარიში მხოლოდ უმრავლესობამ მოისმინა. დაპირისპირება აჭარის მთავრობის თავმჯდომარესა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, ელგუჯა ბაგრატიონს შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ოპოზიის წევრმა რიჟვაძეს სიტყვა შეაწყვეტინა და დარბაზში მოქალაქეების შემოყვანა მოითხოვა.
დაპირისპირების შედეგად, ელგუჯა ბაგრატიონი სხდომიდან გააძევეს, რის შემდეგაც სხდომათა დარბაზი პროტესტი ნიშნად ოპოზიციამაც დატოვა.
სხდომა მხოლოდ მას შემდეგ განახლდა, რაც თორნიკე რიჟვაძემ ელგუჯა ბაგრატიონის მოთხოვნა დააკმაყოფილა და მოქალაქეს სხდომაზე დასწრების უფლება მისცა. მიუხედავად ამისა, მოქალაქისთვის, რომელსაც თორნიკე რიჟვაძის ანგარიშის მოსმენა სურდა, დარბაზში ადგილი არ მოიძებნა.
სტუმარს ჰქონდა მცდელობა, თხოვნა, რომ დასწრებოდა მთავრობის თავმჯდომარის ანგარიშს. მოიმიზეზეს, რომ ადგილი არ იყო სხდომათა დარბაზში. ელგუჯა ბაგრატიონმა თავისი ადგილი დაუთმო მოქალაქეს, რომელმაც გამოთქვა ინტერესი ამ მოხსენების მოსმენისა. მოხდა ის, რომ მოქალაქე, ქალბატონო გამოაძევეს სხდომათა დარბაზიდან, - ამბობს მოვლენების შემსწრე, ნანა კინწურაშვილი.
ავტორი: თეა ვაშალომიძე