
უკრაინა ახალი ომის ზღვარზეა. რუსეთი დასავლეთს ემუქრება და ღიად აცხადებს, რომ აპირებს მის მეზობლებს, მათ შორის საქართველოს, სუვერენიტეტი შეუზღუდოს საგარეო პოლიტიკის ნაწილში.
საქართველოს ხელისუფლება პროტესტი ჯერ არ გამოუხატავს. არც აღშფოთება და არც შეშფოთება.
არადა პუტინის ახალი გლობალური ავანტიურის ერთი დიდი ხაზი ახლა საქართველოზე გადის.
"შაბათის მთავარმა" ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებთან ერთად, საოკუპაციო ზოლი შემოიარა და აღმოაჩინა რომ რკინის ჯებირები, რომლებიც რუსმა სამხედროებმა 2013 წელს აღმართეს, ახლა ჩვენს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, კიდევ უფრო სიღრმეში იწევენ.
იქ მცხოვრები ადამიანები შიშით და უმწეოდ უყურებენ კბილებამდე შეიარაღებულ ოკუპანტებს.
ავტორი: ნინი ჟიჟიაშვილი