გაზქურები, ტელევიზორი, კამერები... - საპატრიარქო მერიას სთხოვს, თბილისის 3 ბაგა-ბაღის ქონება აჩუქოს 

გამოქვეყნდა:

დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი მერიას სთხოვს საპატრიარქოს აჩუქოს თბილისის სამი ბაღის შენობაში განთავსებული მეორადი ქონება - ამ ინფორმაციას "გირჩი-მეტი თავისუფლების" წევრი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი, ცოტნე კობერიძე ავრცელებს.

კობერიძის თქმით, მოთხოვნა საკრებულოშია შესული და საპატრიარქო, რომელსაც სახელმწიფო 25 მილიონით აფინანსებს, საბავშვო ბაღებიდან ეხება 35 ათას ლარამდე ღირებულების მოძრავ ქონებას ითხოვს:

"სახლში მოსულს ღამე იმეილზე საკრებულოს სხდომის მასალები დამხვდა და თვალში მომხვდა ფაილი სახელად საპატრიარქო.

გავხსენი და ვნახე რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანი, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველი ითხოვს რომ მერიამ აჩუქოს N13; N43 და N47 საბავშვო ბაგა-ბაღების შენობაში განთავსებული მეორადი მოძრავი ქონება, პროექტის მიზნებში და მიზეზებში არაფერი წერია გარდა იმისა რომ საპატრიარქოს სურს იჩუქოს.

თავიდან ვიფიქრე ალბათ რაღაც ჭოჭიალა, კუბიკები და სათამაშოებიათქო, საპატრიარქოს ბავშთა სახლისთვის ენდომება ან რამე ეგეთითქო, მაგრამ ამ სამი ბაღის ქონებიდან საპატრიარქომ მოითხოვა და მერიამაც კალაძის თანხმობით უძღვნა გაზქურები, 8800 ლარიანი ელექტრო ქურა, 3300 ლარიან ელექტო ქურა, ტლევიზორი, კამერები, კედლის კარადა ვიდეოთვალის, ჩამწერები, მონიტორები, დივიდი, მსგავსი ტექნიკები მოკლედ. ჯამში 35 ათას ლარამდე ღირებულების მოძრავი ქონება.

აი ვინმეს გჯერათ თქვენ რომ საჩუქრად მოითხოვოთ მსგავსი რამეები და მერია გაჩუქებთ? ;დ ცხადია არა, რათ უნდა ინსტიტუტს რომელსაც 25 მილიონს, უამრავ უძრავ ქონებებს ჩუქნის სახელმწიფო, ამ საახალწლოდ კიდევ ჩვენი ბაღებიდან მიეცეს ტექნიკა საჩუქრად, კალაძე ვერ აჩუქებს საკუთარი ჯიბიდან? შავ ჯიპიან ეპისკოპოსებზე გაჭირვებული არავინ გვყავს რომ განვაკერძოვოთ და იმათ მივცეთ ის მოძრავი ქონებები რაც არ ჭირდება ბაღებს? აი ხომ ვითომ არაფერი მაგრამ ძალიან სიმბოლურია მერია საკრებულო რომ იკრიბება და ტექნიკას ჩუქნის საპატრიარქოს, ხომ ვიცით რომ თვითონაც შეუძლიათ იყიდონ, აქვთ მაგდენი ფული, თვითონ თუ არ შეუძლია ვისაც უნდა იმან უყიდოს არსებული საკრებულოდან და მერიიდან, ამ ბაღებში რომ ბავშვები დადიან ან დადიოდნენ იმათ მშობლებს რომ მივცეთ არ ჯობია? აი რატომ თორე კი

ეს არის სიმბოლო იმისა რომ ხელისუფლებას და საპატრიარქოს ერთმანეთი ხალხის ფულის გამო უყვართ, მხარს იმიტომ კი არ უჭერს საპატრიარქო ოცნებას რომ გულზე ეხატება არამედ იმიტომ რომ გაზქურაც რომ გაზქურაა მაგასაც ბიუჯეტიდან იჩუქებენ, ოცნებას კი არ უნდა აწყენინოს საპატრიარქოს, რა ენაღვლებათ თავის ფულს ხარჯავენ თუ, არ მგონია კალაძეს რომელიმე ბაღზე ნაკლები ტექნიკა და ავეჯი ქონდეს სახლში, ადგეს და ის აჩუქოს.

წესით ამ ორშაბათს ეყრება კენჭი საბოლოოდ ამ საახალწლო ძღვენს" წერს ცოტნე კობერიძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი