"ომიკრონი" 3 წლის ბავშვს დაუდასტურდა - ახალი შტამით ინფიცირების 51 შემთხვევა ქვეყანაში 

გამოქვეყნდა:

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამით ინფიცირების 51 შემთხვევაა გამოვლენილი – ამის შესახებ "პირველ არხს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანაში გამოვლენილი 51 - დან, ხუთი პირი 18 წლამდე ასაკისაა, ხოლო ერთ-ერთი სამი წლის ბავშვია.

გამყრელიძის თქმით, ბავშვი ამ დრომდე უსიმპტომოა.

ომიკრონის შტამი პირველად საქართველოში 20 დეკემბერს დადასტურდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი