ტიკარაძე ამბობს, რომ წლიური ანგარიშის წარდგენაზე პრემიერი და მინისტრთა კაბინეტი თავად არ მიიწვია

გამოქვეყნდა:

ეკატერინე ტიკარაძემ დღეს ჯანდაცვის მინისტრის რანგში საქმიანობის ბოლო ანგარიში წარადგინა. ღონისძიება ისე ჩატარდა, რომ მას არც მთავრობის მეთაური და არც მინისტრთა კაბინეტის რომელიმე წარმომადგენელი დასწრებია. 

პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, ეკატერინე ტიკარაძემ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი და სხვა მინისტრები თავად არ მიიწვია, რადგან ანგარიშის წარდგენა "ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაიმართა".

ღონისძიებას NCDC-ის დირექტორი ამირან გამყრელიძე, მისი მოადგილე პაატა იმნაძე და ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე დაესწრნენ, ასევე, ექიმები, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელი დიმიტრი ხუნდაძე და დეპუტატი ლადო კახაძე. 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი