"ანზორ ჩუბინიძემ სასამართლოს შეატყობინა, რომ ხვალინდელ პროცესზე გამოცხადებას ვერ შეძლებს" - ბექა ბასილაია 

გამოქვეყნდა:

ხვალ, 27 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი პროცესი გაიმართება, ამჯერად ე.წ. პიჯაკების საქმეზე.

მესამე პრეზიდენტის უფლებადამცველი, ბექა ბასილაია ამბობს, რომ ანზორ ჩუბინიძემ, რომლის დაკითხვასაც დაცვის მხარე ითხოვდა, სასამართლოს შეატყობინა, რომ ხვალ პროცესზე გამოცხადებას ვერ შეძლებს. 

"ჩვენ ვითხოვდით ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას, თუმცა მან სასამართლოს შეატყობინა, რომ ვერ შეძლებდა გამოცხადებას. იმედს ვიტოვებთ, რომ მომდევნო პროცესზე მაინც მოვა, სადაც დადასტურდება, რომ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი იყო პრემიერ-მინისტრი და ქართული ოცნება ამტკიცებდა სახელწმიფო ბიუჯეტს, ზუსტად იგივე ხარჯებით ფინანსდებოდა, რაზეც მიხეილ სააკაშვილსა და თემურ ჯანაშიას ბრალდება აქვს წარდგენილი",- ამბობს ბექა ბასილაია. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები ე.წ. პიჯაკების საქმეზე სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძის დაკითხვას ითხოვენ.

უფლებადამცველები ამბობენ, რომ ჩუბინიძეს, რომელიც სდსს-ის უფროსის თანამდებობას მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის ბოლო წლებშიც იკავებდა, არანაკლები თანხები აქვს დახარჯული იგივე მიზნებით, რაზეც მესამე პრეზიდენტს გამოძიება ედავება. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი