პოლიტიკური ერთი წელი | თენგო გოგოტიშვილის სიუჟეტი

გამოქვეყნდა:

ეს მასობრივი შიმშილობა ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი ბოლო მოვლენაა, რომლითაც ეს წელი სრულდება - არ ვიცით, მომდევნო ხუთი დღის განმავლობაში კიდევ რა შეიძლება მოხდეს, მაგრამ ფაქტია, რომ 2021 წელი დაიწყო ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან გაწევით - საჯარო ყოველდღიურობიდან გაწევით, თორემ მმართველობის სადავეებთან რეალურად რომ ისევ ის რჩება, ყველამ ვიცით - მოკლედ, ეს წელი დაიწყო ივანიშვილის პოლიტიკად გასვლით და მთავრდება მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლით და ამ ფაქტის თანმდევი პროცესებით. 

შუალედში კი გავიარეთ კიდევ ერთი მძიმე პერიოდი - ოპოზიციის ბოიკოტი, ნიკა მელიასა და მისი ოფისის შტურმით აღება, გიორგი გახარიას გადადგომა, შარლ მიშელის მოლაპარაკებები და ძლივს მიღწეული შეთანხმება, რომლის პირობებიც "ქართულმა ოცნებამ" ჯერ დაარღვია, ბოლოს კი დოკუმენტი საერთოდ ანულირებულად გამოაცხადა. 

შემდეგ იყო 5 ივლისი, რომელიც ასევე პოლიტიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა და საზოგადოებაში კიდევ უფრო დიდი ბზარი გააჩინა. 

და, რა თქმა უნდა, არჩევნები, სადაც უამრავი მაქინაციის მიუხედავად, "ქართულმა ოცნებამ" ძლივსღა შეძლო თავი გამარჯვებულად გამოეცხადებინა, რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი დამარცხდა კიდეც. თუმცა შემდეგ დამატებითი ძალადობით დაიწყო უმრავლესობის მოპოვება. 

ეს მოკლედ ძირითადი ფაქტები - ახლა უფრო გრძლად და ღრმად პოლიტიკურ 2021 წელს თენგო გოგოტიშვილი გააანალიზებს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი