გერმანიაში ახალი წლისთვის ფოიერვერკის ყიდვა-გაყიდვა აკრძალეს

გამოქვეყნდა:

გერმანიაში ახალი წლისთვის ფოიერვერკების გაყიდვა და შეძენა წელსაც აიკრძალა. კანონმდებლებმა განაცხადეს, რომ არ სურთ ფოიერვერკებით მიყენებული დაზიანებებით კორონავირუსის გამო გადატვირთულ კლინიკებზე დატვირთვა გაიზარდოს.

Deutche Welle-ს ცნობით, ქვეყანა კორონავირუსის პანდემიის მეოთხე ტალღას ებრძვის. ომიკრონის ვარიანტის გამოჩენასთან ერთად ჯანდაცვის მინისტრმა მოსახლეობა პანდემიის მეხუთე ტალღის შესახებაც გააფრთხილა.  

ფოიერვერკების გაყიდვა გერმანიაში გასულ წელსაც აკრძალული იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი