
აღმოსავლეთ კონგოში, ქალაქ ბენიში რესტორანში თვითმკვლელი ტერორისტის თავდასხმის შედეგად სულ მცირე, 6 ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა. გარდაცვლილთა შორის არის თავდამსხმელიც.
BBC-ის ინფორმაციით, პოლიციამ თავდამსხმელს რესტორანში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, რის შემდეგაც მან თავი რესტორნის შესასვლელში აიფეთქა.
ჯერჯერობით თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია.