
მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყიფშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი მკურნალობას და რეაბილიტაციას საჭიროებს, როგორც ყიფშიძემ თქვა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი რეაბილიტაციისთვის საჭირო აპარატურა არ არის.
"მე არ მაქვს კარგი პროგნოზი, ასე თუ დავტოვეთ ეს ყველაფერი. ჩემი აზრით, მკურნალობა ადეკვატური არ არის... ძალიან ცუდი პროგნოზი მაქვს, საჭიროა მკურნალობა, რეაბილიტაცია, რაც აქ არ ხდება.
გორის ჰოსპიტალი მშვენიერი ჰოსპიტალია, მაგრამ აპარატურა, რომელიც ასეთი ავადმყოფისთვისაა საჭირო აქ არ არის, მრტ-ზე ვსაუბრობ...
აბსოლუტურად საჭიროა ნერვოლოგებისთვის, რომ ნახონ რაშია საქმე და მკურნალობა შეიძლება შეიცვალოს",-თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
გორის სამხედრო ჰოსპიტალში ნიკოლოზ ყიფშიძემ მიხეილ სააკაშვილი დღეს მოინახულა, მასთან ერთად იმყოფებოდა ცენტრ "ემპათიის" წევრი, ოთარ თოიძე. თოიძემ სახელმწიფო კონსილიუმს მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა.
"საჭიროებს, სახელმწიფო კონსილიუმმა უფრო ინტენსიურად მიხედოს მისი დანიშნულების საკითხს",-თქვა ოთარ თოიძემ.