მათთვის მიუღებელია დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, ქვეყნისთვის საშიში პრეცედენტია - თოლორაია

გამოქვეყნდა:

"მათთვის მიუღებელია არა მხოლოდ დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსპექტორი, არამედ მათთვის მიუღებლია სახელმწიფო ინსპექტორის აბსოლუტურად ყველა თანამშრომელი" - განაცხადა საგანგებო ბრიფინგზე ლონდა თოლორაიამ.

მისი თქმით, კანონპროექტის ინიცირების დრო "რატომღაც" იმ პერიოდს დაემთხვა, როცა თავად დეკრეტში იყო, დიპლომატიური უწყებები კი წინასაახალწლო პერიოდის გამო საქართველოში არ იმყოფება.

ლონდა თოლორაიამ პარლამენტს გაახსენა წლური ანგარიში, რომელიც არ განიხილეს, ასევე საკანონმდებლო წინადადება, რომლის მიმართაც ინტერესი საერთოდ არ გამოუხატავთ.

"ნაცვლად იმისა საქართველოს პარლამენტს ხელი შეეწყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაძლიერებისთვის, დაიწყო სამსახურის დაჩქარებული წესით გაუქმების ძალიან საშიში და სახიფათო პროცესი. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების არგუმენტად დასახელდა ის, რომ სამსახურში ორი ფუნქციის - პრესონალურ მონაცემთა დაცვის ფუნქციისა და სამოხელეო დანაშაულების გამოძიების ფუნქციის ერთად თანაარსებობა საფრთხეს უქმნის სახელმწიფო ინსტიტუტს და საფრთხეს უქმნის პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალ სტანდარტს", - თქვა თოლორაიამ.

მისი განცხადებით, "ახალი კანონპროექტით ხდება არა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური რეორგანიზაცია, არამედ ხდება სამსახურის ლიკვიდაცია". 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი